დაწყებითი კლასების მუშაობის ანგარიშები

                                                           I სემესტრი

კომენტირებული შეფასებები კლასების და საგნების მიხედვით

კათედრის მუშაობის ანგარიში

სსიპ ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორის
მოადგილეს, ქალბატონ, ნ.ქილიფთარს.
დაწყებითი კლასების (I-IV) კათედრის მიერ ჩატარებული
მუშაობის ანგარიში
I სემესტრი
                                                                      2015–2016 სასწ/წელი

      დაწყებითი კლასების კათედრაზე 2015–2016 სასწავლო წლის I სემესტრში ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული საგნის და აღმზრდელობითი ხასიათის  ღონისძიებები.
      რეგულარულად და საჭიროებებისამებრ ტარდებოდა კათედრის სხდომები,რომლებზეც განიხილებოდა  ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებული საკითხები და ცვლილებები ,რომლებიც შევიდა  2015–2016 სასწავლო წელს.
 მთავარი რაც სასწავლო წლის დასაწყისში განხორციელდა იყო ის,რომ დაწყებითი კლასის ყველა პედაგოგი ჩაერთო პროფესიული განვითარების სქემაში.
     შემდეგ  საფეხურზე შეირჩა პროფესიული განვითარების  ფასილიტატორი და შეფასების ჯგუფი.
     დაწყებითი კლასის ფასილიტატორად არჩეულ იქნა, დაწყებითი კლასის პედაგოგი ,ნ ქასრაძე. შეფასების ჯგუფი კი დაკომპლექტდა შემდეგნაირად :
§  შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე ,სკოლის დირექტორი,ქალბატონი– ნ.გახარია ;
§  დირექტორის მოადგილე –ნ.ქილიფთარი;
§  ფასილიტატორი–ნ.ქასრაძე;
§  კათედრის წარმომადგენელი– მ.შუბითიძე;
     აქტიურად დაიწყეს მუშაობა პედაგოგებმა ჯერ კითხვარის შევსებაზე,შემდეგ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენაზე. გამოყვეს საჭიროებები ,დაისახეს მიზნად ისეთი აქტივობები რაც მათ პროფესიული ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება .
     წელს პირველად ჩვენს სკოლაში ,დაწყებით კლასში, (II კლ.) დაიწყო ჭადრაკის გაკვეთილი,რომელიც მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში. ყველა მოსწავლეს აქვს თავისი ელექტრონული სივრცე ,სადაც  დამოუკიდებლად შედიან და ხალისით ასრულებენ საინტერესო დავალებებს როგორც სკოლაში, ასევე სახლებში.
     დაწყებითი კლასის ყველა პედაგოგი ესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტის G-PRIED-ს ელექტრონულ კურსებს.რომლის მიზანია კითხვისა და მათემატიკის ინოვაციური,  მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დანერგვა.
     აქტიურად არიან ჩართულები პედაგოგები პროექტში..ესწრებიან სემინარებს და ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილები ქართულსა და მათემატიკაში.ქართულში საინტერსო გაკვეთილები ( 3 საათი) ჩაატარა II-4 კლასის პედაგოგმა ნ.ერაძემ.ასევე მათემატიკაში – III-1 კლასის პედაგოგმა მ.შუბითიძემ და III -3 კლასის პედაგოგმა– ი.ტაბატაძემ.  დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა
  მეოთხე კლასებში ქართულსა და მათემატიკაში.ქართული ტესტის  მიზანი იყო მხატვრული ტექსტის გაგება –გააზრება. გამოიკვეთა პრობლემები და  დაისახა პრობლემის გადაჭრის გზები. შემუშავდა აქტივობები და სტრატეგიები  სწავლების დონის ამაღლებისათვის, რომლის პრეზენტაციები საინტერესოდ წარმოგვიდგინეს ფასილიტატორებმა: ი. ტაბატაძემ და ნ.ერაძემ.
     G-PRIED-ის მეთოდის დანერგვის მიზნით II-2  ( პედ.–მ.ძმანაშვილი ) და II-6 (პედაგ. ქ თოფურია) კლასებში პედაგოგებმა იმუშავეს და დანერგეს ახალი მეთოდი „მასწავლებლის კალამი“.
   კვების ტრენინგი გაიარა  მეორე და მესამე კლასის პედაგოგებმა.  მეორე კლასის პედაგოგებისთვის ეს ტრენინგი გახლდათ სიახლე.ისინი პირველად იწყებენ მხიარული გაკვეთილების ჩატარებას . ტრენინგი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა . ხოლო მესამე კლასის პედაგოგებისათვის  ეს ნაცნობი საგანია,მათ შარშან საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს.
      დაწყებითი კლასების ყველა კლასში რეგულარულად ტარდებოდა კითხვის საათი.
ასევე ყველა კლასში ჩატარდა გეგმით გათვალისწინებული  აღმზრდელობითი თუ რელიგიური ხასიათის საუბრები. კონკურსები,ვიქტორინები ,საკლასო გამოფენები და საკლასო თუ  კლასგარეშე ღონისძიებები.
    დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სკოლის საიუბილეო ღონისძიებაში ,საუკეთესო ნომრებით წარსდგნენ I-4 კლასის მოსწავლეები (პედაგოგი: ლ.გეთიაშვილი) .ასევე IV-2 კლასის მოსწავლეები(პედაგოგი: მ.ქაჯაია)  II-2 კლასის მოსწავლე (პედაგოგი– მ.ძმანაშვილი) III-3 კლასის მოსწავლე (პედაგოგი– ი.ტაბატაძე) ასევე ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ როგორც მოსწავლეები ,ასევე მშობლები და პედაგოგები. ღონისძიებაზე მოეწყო მათი ნამუშევრების გამოფენა,ხოლო პედაგოგმა , თეონა ჭანტურიძემ კი,გამოფინა პერსონალური ნამუშევრები.
    განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,რომელიც ეძღვნებოდა  იაკობ გოგებაშვილის 175–ე წლისთავს , ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა (II-2 კლ. პედაგოგი– მ. ძმანაშვილი)) მათ წარმოადგინეს ილუსტრაციები იაკობ გოგებაშვილის  მოთხრობებიდან.
    საკლასო ღონისძიებები მოეწყო ყველა დაწყებით კლასში. გააცილეს  ოქროსფერი შემოდგომა ,იზეიმეს  დამდეგი ახალი წლის შემობრძანება, ხოლო მასწავლებლის დღეს მიუძღვნეს საღამო II-3  კლასის მოსწავლეებმა,( პედაგოგი: მ.ლაშხია).  კედლის გაზეთი გამოუშვეს II-2 კლასის მოსწავლეებმა ( პედაგოგი– ლ. გოგინაშვილი) . თემას„კედლის მხატვრობა“ მიუძღვნეს  ჯგუფური მუშაობა IV -6 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა შ.ცომაიამ. მოხატეს ჩვენი სკოლის ასფალტი.“ჩვენ გვიყვარს ხილი“– შემოდგომის თემას მიუძღვნეს გაკვეთილი ბუნებაში I-4 ( პედაგოგი:ლ.გეთიაშვილი) და I-7 კლასებში (პედაგოგი: თ.ლეჟავა)
    დედაქალაქის ღირშესანიშნაობები დაათვალიერეს ,ესტუმრნენ ბოტანიკურ ბაღს და ექსკურსიები მოაწყვეს  საკრავების მუზეუმში I-3,I-1, I-4, I-5 ,II-3,II-7, II-4,IV-1 ,IV-3 ,IV-3 კლასის მოსწავლეებმა , პედაგოგებმა და მშობლებმა.
    ექსკურსიები მოაწყვეს შიო მღვიმის მონასტერში II-4 კლასმა , პედაგოგი–ნ.ერაძე და იაკობ გოგებაშვილის სახლ–მუზეუმში  II-6 კლასმა პედ.ქ.თოფურია.
    ოქტომბრის თვეში მოაწყვეს საქველმოქმედო რთველი კახეთში  IV-2 კლასის მოსწავლეებმა,პედაგოგმა და მშობლებმა(სადაც დახმარება გაუწიეს მარტოხელა,ხანდაზმულ ქალბატონს, რომელიც ვერ ასწრებდა ყურძნის დაკრეფას) პედაგოგი– მ.ქაჯაია.ასევე


მოინახულეს კახეთში  ღირშესანიშნავი ადგილები(გრემი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი).
ნაყინის ქარხანას  ესტუმრნენ IV-3 კლასის მოსწავლეები. ( პედაგოგი– ნ.ჩხეიძე)ბავშვებმა დაათვალიერეს ქარხანა,დააკვირდნენ ნაყინის დამზადების ტექნოლოგიებს.

     თათარაობა მოაწყვეს ტყის პირას და გაისეირნეს მარტყოფში  IV-5 კლასის მოსწავლეებმა.
(პედაგოგი– ა.ხვიჩავა).

ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარეს ბუნებაში და ექვსკურსია მოაწყვეს შავნაბადაზე I-4 კლასის პედაგოგმა ლ.გეთიაშვილმა და მოსწავლეებმა.
     შემოდგომის ერთი ლამაზი დღე  ქალაქ მზიურში ,დაგეგმეს და განახორციელეს II-2 კლასის პედაგოგმა მ.ძმანაშვილმა და მოსწავლეებმა.ასევე მოინახულეს ნოდარ დუმბაძის სახლ–მუზეუმი.სადაც მოაწყვეს ღონისძიება სახელწოდებით–„მე,ნოდარ დუმბაძე და ქალაქი მზიური“,
რითაც  მოხიბლეს ქალბატონი მანანა დუმბაძე.

     დაწყებითი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ნ.დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს „სალამურა“.დაგეგმილია სხვა სპექტაკლებზე დასწრებაც.
     კათედრაზე დაიგეგმა ღია–სამოდელო და საჩვენებელი გაკვეთილები.რომლის განხორციელება და მონიტორინგი დაევალა სკოლის დირექციას. ასევე დაიგეგმა ურთიერთდასწრება.  შემუშავებული იქნა ურთიერთდასწრების განრიგი.ყველა კლასის პედაგოგმა განახორციელა დაგეგმილი გაკვეთილები.პედაგოგებმა წარმოადგინეს გაკვეთილის გეგმა,რეფლექსია და დამსწრე კოლეგის უკუკავშირი.(გვაქვს ფოტომასალაც– იხ.დაწყ.კლასების ბლოგზე)
    ანბანის შემობრძანება იზეიმა ყველა პირველმა კლასმა .საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს პედაგოგებმა.
    საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა ხელოვნებაში „ადამიანი და სამყარო“   IV-3 კლასში.                            ( პედაგოგი–ნ.ჩხეიძე)
   დაწყებითი კლასების მოსწავლეები აქტიურად  არიან ჩართულნი კინგსისა და ევერესტის ოლიმპიადებზე  და კარგი შედეგებით გვახარებენ.შემოდგომის სეზონის ტურებზე ახლაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და იმედი გვაქვს გაგვახარებენ კარგი შედეგებით.
    წინ ვრცელი,უამრავი აქტივობებით დატვირთული მეორე სემესტრი გველოდება, იმედს ვიტოვებთ ,რომ უფრო მეტი აქტივობებით და შემოქმედებითი მუშაობით წარვსდგებით თქვენს წინაშე.

                       დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი: ნ.ქასრაძე
                                                                                             28.12.2015 წელი



No comments:

Post a Comment